10 აპრილი 2018, 12:15
პაპუნა შუშანია
ძლიერი ქარის გამო, ხობის ორ ბაღსა და ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა
პოლიტიკა

დაზიანებული შენობა
ფოტო: პაპუნა შუშანია
გაზიარება
ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა დადიანის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობის სახურავი დააზიანა, ასევე დაზიანდა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდიც.
ორ ბაღსა და ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, რადგან მათ წყალი არ მიეწოდებათ.
ხობის მერის გოჩა ქაჯაიას თქმით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.




