ომბუდსმენმა 2017 წელს ადრეული ქორწინების 98 შემთხვევა შეისწავლა
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
სახალხლო დამცველმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითზეა ყურადღება გამახვილებული, მათ შორის ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ლიბერალი" წერს.
"სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამართალდამცავ უწყებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაცია ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით, სუსტია", - წერია ანგარიშში.
როგორც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, სახალხლო დამცველის აპარატმა 2017 წელს ადრეული ქორწინების 98 შემთხვევა შეისწავლა.
ანგარიშში საუბარია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა.
„სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება 6 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 5 შემთხვევაში შეწყდა გამოძიება, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს, "- ნათქვამია ომბუდსმენის ანგარშში.






