პრეზიდენტის წერილი ხურვალეთელ დათა ვანიშვილს
პოლიტიკა

კახა კოჟორიძემ ხურვალეთელი დათა ვანიშვილი მოინახულა - მას გიორგი მარგველაშვილის მადლობის წერილი და საახალწლო მილოცვა გადასცა.
რუსი სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, 82 წლის დათა ვანიშვილმა, 2010 წლის შემდეგ პირველად, მავთულხლართების გადმოლახვა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მოახერხა.
პრეზიდენტი დათა ვანიშვილს სამოქალაქო თვითშეგნების გამოვლენისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის.
"ბატონმა დავითმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. მაგალითია თითოეული ქართველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ეზო მავთულხლართებით შემოუსაზღვრეს, ვერ დაუდეს საზღვარი მის თავისუფლებას, სამშობლოსადმი სიყვარულს და სამოქალაქო თვითშეგნებას", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში.
დათა ვანიშვილმა გიორგი მარგველაშვილის ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.




