ვალეს მოსახლეობა ხეხილის ხეების დაზიანებას აპროტესტებს
პოლიტიკა

ხეხილის ხეები
ფოტო: 1tv
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ადგილობრივებმა აქცია გამართეს და იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც კომპანია “ბესტმა” მათი კუთვნილი ხეხილის ბაღებში გზა გაიყვანა. ამის შესახებ 1tv წერს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, გზაზე სატვირთო მანქანები მოძრაობენ, რამაც ხეები დააზიანა. ადგილობრივები შესაბამის ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. კომპანია "ბესტში“ აცხადებენ, რომ მათთვის ხეხილის ბაღების მეპატრონეების ვინაობა უცნობი იყო.
როგორც კომპანიაში ამბობენ, გზა მდინარის ნაპირზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთის გაიყვანეს, თუმცა აუცილებლად გამონახავენ ალტერნატიულ გზას, რომ მოსახლეობის კუთვნილი ხეხილის ბაღები აღარ დაზიანდეს.



