09 მარტი 2018, 10:04
ქუთაისში, სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა
პოლიტიკა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
გაზიარება
ცეცხლი შენობის დაცვის სამსახურმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოძველებული სადენები იყო.
მთლიანად დაიწვა შენობის მე-3 სართულზე არსებული სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. ხანძრის შედეგად ოთახში დოკუმენტაცია დაზიანდა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.
მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახური შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს.





