გიორგი ხუხია
წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
პოლიტიკა

ფოტო: გიორგი ხუხია
თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
იუსტიციის მინისტრს უწყების ყოფილი თანამშრომელი ანა სუბელიანი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ.
ბოკუჩავას განცხადებით, ის არ მისცემს მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალებას, თუკი მოქალაქეს კითხვის დასმა არ შეეძლება. ანა სუბელიანი კი მის საქმეზე მინისტრის განმარტებას ითხოვდა.
სხდომის წამყვანმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ სხდომის მონაწილეებს წესრიგისკენ მოუწოდა, ანა სუბელიანს კი განუმარტა, რომ მისთვის საინტერესო საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა. კვაჭანტირაზემ ასევე განაცხადა, რომ თუკი სუბელიანი საუბარს გააგრძელებდა, მას დარბაზს დაატოვებინებდნენ.
ანა სუბელიანი და კიდევ ერთი თანამშრომელი თამაზ ახობაძე სამსახურიდან 2014 წელს დაითხოვეს. ანა სუბელიანი აცხადებდა, რომ ეს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება იყო.
გასული წლის მარტში სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც სამინისტროს თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს.





