გიორგი სოსიაშვილი USAID-ზე: დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, [USAID] რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატმა კომენტარი გააკეთა USAID-ის გასაჯაროებულ ფაილებთან დაკავშირებით.
„პირდაპირ ჩანს USAID-ისა და მისი ქოლგის ქვეშ არსებული ორგანიზაციების ანტიდემოკრატიული საქმიანობა, სოციალურ ქსელების ტოტალური კონტროლი, მათთვის მიუღებელი ადამიანებისა და ჯგუფების დაბლოკვა-წაშლა. დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებს, პოლარიზაციის გაღრმავებასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. ეს ხდებოდა საქართველოშიც“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - როგორ სთავაზობდნენ USAID-ს Meta-სთან პირდაპირ კავშირს საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე.





