გიორგი ხუხია
პარლამენტში მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ
პოლიტიკა

ფოტო: გიორგი ხუხია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციისა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.
მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრას ესწრებიან როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, ამ წუთებში კი მიხეილ ჯანელიძე პარლამენტის დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
განსაკუთრებული ინტერესის საგანია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხი.
ოპოზიცია აღნიშნულ საფრთხეს ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკას და კრიმინალის ზრდას უკავშირებს, საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი უახლოესი მომავლის დღის წესრიგში არ დგას.



