ირაკლი კობახიძე: საქართველოში 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%, ეს ნიშნავს იმას, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლება, სამჯერ არის შემცირებული საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, ახლა, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%.
„როდესაც ვსაუბრობთ სიღარიბის შემცირებაზე და როცა ვამბობთ იმას, რომ შემცირდა 7,1%-მდე, ეს ნიშნავს იმასაც, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან. ეს ყველაფერი ფაქტებით დასტურდება. ერთი, რომ სტატისტიკაა და შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს სტატისტიკა, მაგრამ მთავარი მაჩვენებელი არის საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ადამიანები იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში. მილიონი ადამიანი იხდის ამ ფულს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - აღნიშნა პრემიერმა.





