ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე მხარეზე: უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
იმედი/ვიდეოკადრი
რაც უფრო მეტ საუბრობენ [მოპასუხე მხარე], კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოება საკუთარი თვალით ხედავს რა უსუსურ მდგომარეობაშია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
„ქალბატონმა წითლიძემ რამდენიმე დღის წინ სრული სერიოზულობით განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არ იღებდა არანაირ გადაწყვეტილებებს პარტიაში. ასევე მან ახსენა, რომ თურმე ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. აბსურდის თეატრია. ქალბატონი წითლიძე სამარცხვინოდ საუბრობდა, რომ თურმე ბატონი შავაძის საქმე არაფერი არ არის, თურმე ბატონი თეთრაძე არ უწამებიათ. უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





