გიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ზუსტად ამ პრობლემების გადასაწყვეტად
პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი
საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება, საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა.
მისივე თქმით, სირთულეები განპირობებულია იმ უთანხმოებით, რასაც ქვია საქართველოს სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, დეოკუპაცია.
„საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება. სირთულეები განპირობებულია იმ უთანხმოებით, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, დეოკუპაცია. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, შეხვედრები, რომ ვიპოვოთ გზები როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.





