აკაკი ალადაშვილი: რადიკალური დაჯგუფებები იმის მაგივრად, რომ დაზარალებულ ადამიანებს ხელი გაუმართონ, ტრაგედიას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ამორალურია და კარგად აჩვენებს მათ ბუნებას
პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რადიკალური დაჯგუფებები იმის მაგივრად, რომ დაზარალებულ ადამიანებს ხელი გაუმართონ, ტრაგედიას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ამორალურია და კარგად აჩვენებს მათ ბუნებას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა, რომელმაც კომენტარი მიხეილ სააკაშვილის პოსტზე გააკეთა.
სააკაშვილმა ციხიდან გაავრცელა მორიგი წერილი, სადაც ის გლოვის თარიღად 23 ნოემბერს ახსენებს, რის გამოც ხელისუფლება გააკრიტიკა, თუმცა მოგვიანებით მან პოსი წაშალა.
„უმძიმესი ტრაგედია მოხდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა, მოგეხსენებათ და როდესაც ამორალური პოლიტიკური ძალები, რადიკალური დაჯგუფებები იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს ხელი გაუმართონ, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ამორალურია და კარგად აჩვენებს მათ ბუნებას, მათ ხასიათს და რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი“, - აღნიშნა ალადაშვილმა.
როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გლოვის დღედ 22 ნოემბერი გამოცხადდა.





