აკაკი ალადაშვილი: ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ყველა წევრი თანასწორია და არ არიან იქ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრები. შესაბამისად, როდესაც ევროკავშირი თვითონვე არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელიც მას აძლევს ლეგიტიმაციას, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლიანი
პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც ევროკავშირი თვითონვე არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელიც მას აძლევს საერთოდ ლეგიტიმაციას, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქნება სამართლიანი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა.
იგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება უსამართლოა.
„ეს მარტო ჩემი შეფასება კი არ არის, ამ გადაწყვეტილებით ისინი პირდაპირ არღვევენ თავისივე სადამფუძნებლო ხელშეკრულებას, რომელიც მათ, ევროკავშირს აძლევს ლეგიტიმაციას. ამ სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ყველა წევრი არის თანასწორი და არ არიან იქ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრები. შესაბამისად, როდესაც ევროკავშირი თვითონვე არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელიც მას აძლევს საერთოდ ლეგიტიმაციას, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქნება სამართლიანი“, - განაცხადა ალადაშვილმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.





