ნინო წილოსანი: ის პოლიტიკა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა და მათი ლიდერები გეგმავენ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, არის ნამდვილად სამაგალითო და შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ ამ პოლიტიკიდან
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ის პოლიტიკა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა და მათი ლიდერები გეგმავენ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, არის ნამდვილად სამაგალითო და შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ ამ პოლიტიკიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას.
მისივე თქმით, საინტერესოა ჰანჯოუს პროგრესი ტექნოლოგიურ სფეროში მიღწევების კუთხით.
„ჩვენ გავეცანით ქალაქ ჰანჯოუში ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად ტექნოლოგიური ქალაქის გაშენების პრინციპს. საინტერესოა მათი პროგრესი ტექნოლოგიურ სფეროში მიღწევების კუთხით. ჩვენი მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გაფორმდეს ტექნოლოგიების მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.





