მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ჩვენც ვუერთდებით იმ კოალიციას, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით სწორედ ამ საკითხებზე
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უკვე ტრადიციად იქცა ნარკოტიკებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა, რომელიც გახლავთ საფრანგეთის და იტალიის ერთობლივი ინიციატივა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ირლანდიაში ვიზიტზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ჩვენც ვუერთდებით იმ კოალიციას, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით სწორედ ამ საკითხებზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში იმართება.





