ჭაო კუანგძუნი: მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ, ჭეძიანგის პროვინციაში. ჩვენი კარი თქვენთვის მუდამ ღიაა, შეგიძლიათ აითვისოთ და გამოიყენოთ ის მიღწევები და შესაძლებლობები, რასაც იძლევა ჩვენი ქალაქი და პროვინცია
პოლიტიკა

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ, ჭეძიანგის პროვინციაში, - განაცხადა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჭაო კუანგძუნმა „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ქართველებისთვის მათი კარი მუდამ ღიაა.
„ჩვენი კარი თქვენთვის არის მუდამ ღია, შეგიძლიათ აითვისოთ და გამოიყენოთ ის მიღწევები და შესაძლებლობები, რასაც იძლევა ჩვენი ქალაქი და პროვინცია. მე, როგორც ერთი ადამიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ხალხების ინტეგრაცია მაღალ საფეხურზე ავიდეს“, - აღნიშნა მან.





