კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში ხდება პირდაპირ მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ევროკავშირი თავისი აგენტურის მეშვეობით ცდილობს, რომ ყველაფერი ცუდი გააკეთონ და წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ
პოლიტიკა

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
ბოლო წლების განმავლობაში ხდება პირდაპირ მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ევროკავშირი თავისი აგენტურის მეშვეობით ცდილობს, რომ ყველაფერი ცუდი გააკეთონ და წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედიLIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური ოპონენტების დევნის ბრალდებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გასულ წლებში ძალადობის წამხალისებლები და მხარდამჭერები იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, კონკრეტული ელჩები.
„ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ის უბედურება, რაც დაგეგმეს, რისი მოწყობაც უნდოდათ საქართველოში, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს დღეს სამწუხაროდ. რა თქმა უნდა არ მიხარია ის, რაც დღეს ხდება.
ეს დამოკიდებულება, რაც ამ კონკრეტულ ელჩებს აქვთ, ყველაფერი ფეხქვეშ გათელეს, არანაირი დიპლომატია, არც ვენის კონვენციის დებულებები და არც არაფერი აინტერესებთ. ხელს უწყობდნენ ძალადობრივი ჯგუფების შექმნას, ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, ტრენინგებს, თუ როგორ მოეწყოთ რევოლუციები ქვეყანაში, პოლარიზაციის წახალისება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, ამ ყველაფერში ევროკავშირის კონკრეტული ელჩები არიან ჩართული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





