დავით მათიკაშვილი: ჩვენგან მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, თურმე არავის ჰქონდა უფლება რუსეთთან საუბრის დაწყების და თვითონ როგორც კი დასჭირდათ და როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ომის განმავლობაში მილიარდობით ევროს გაცხოველებული აღებ-მიცემობა ჰქონდათ რუსეთთან
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენგან მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, თურმე არავის ჰქონდა უფლება რუსეთთან საუბრის დაწყების და თვითონ როგორც კი დასჭირდათ და როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ომის განმავლობაში მილიარდობით ევროს გაცხოველებული აღებ-მიცემობა ჰქონდათ რუსეთის ფედერაციასთან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი ევროკავშირის ქვეყნებიდან.
„ეს არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც თვალსაჩინოდ არის ევროკავშირის ქვეყნებიდან და ევრო ბიუროკრატიიდან წარმოჩენილი ჩვენთვის, რაც ევრო სკეპტიციზმის გაღრმავების ერთ-ერთი უპირველესი საფუძველია ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.





