09 ნოემბერი 2026, 14:20
მიხეილ სააკაშვილი: ქართველებო, მინდა გკითხოთ: ერთი რამე მივითვისე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ არავისთვის არაფერი წაურთმევია. სააკაშვილმა სცადა შვიდი ნოემბრის საქმეზე თავი საქართველოს გადამრჩენლად წარმოეჩინა.
„ქართველებო, მინდა გკითხოთ: ერთი რამე მივითვისე? თითზე გადასახვევი წავიღე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა, პირადი, ოჯახური, ყველანაირი ცხოვრება“, - განაცხადა სააკაშვილმა.





