თორნიკე ჭეიშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში შემავალმა თითოეულმა ამ ე.წ. პარტიამ, ძალიან კარგად იცის, ვის რა და რა დოზით აქვს კონსტიტუციის წინაშე, კონსტიტუციური პრინციპების წინაშე დაშავებული
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში შემავალმა თითოეულმა ამ ე.წ. პარტიამ, ძალიან კარგად იცის, ვის რა და რა დოზით აქვს კონსტიტუციის წინაშე, კონსტიტუციური პრინციპების წინაშე დაშავებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, თორნიკე ჭეიშვილმა.
ჭეიშვილის თქმით, მაგალითად, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან გამომდინარე არის კონკრეტული ეპიზოდები, როდესაც „ლელოს“ წევრები ჩართულნი იყვნენ შესაბამისი ბიზნეს რეკეტის სქემებში.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში შემავალმა თითოეულმა ამ ე.წ. პარტიამ, ძალიან კარგად იცის, ვის რა და რა დოზით აქვს კონსტიტუციის წინაშე, კონსტიტუციური პრინციპების წინაშე დაშავებული. თუნდაც, რომ ავიღოთ ერთ-ერთი პარტია, „ლელო“. ამ შემთხვევაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან გამომდინარე არის კონკრეტული ეპიზოდები, როდესაც ისინი 2004-2012 წლებში ირკვევა, რომ იყვნენ ჩართულნი შესაბამისი ბიზნეს რეკეტის სქემებში. ეს ერთი მხრივ და ამას ადასტურებენ კონკრეტული ადამიანები, პირები, რომლებიც მათ შორის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თავად ჰყვებოდნენ ამ ყველაფრის შესახებ. სხვათა შორის, აქ საგულისხმოა, რომ „ლელოს“ წარმომადგენლებს, მათ ლიდერებს, როგორც ჩანს, არაფერი ჰქონდათ საპასუხო. მოგეხსენებათ, ისინი არ გამოცხადდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამის სხდომებზე“, - აღნიშნა მან.





