აკრძალული პარტიები ევროპაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
რამდენად ლეგიტიმურია ევრობიუროკრატიის აღშფოთება საქართველოში მიმდინარე ისტორიულ პროცესზე, როდესაც ყოფილი მმართველი ძალა და მისი პოლიტიკური პაიკები სამართლდებიან?, - ევროკავშირმა ის, რაც წაახალისა უკრაინასა და მოლდოვაში, დაიწუნა საქართველოში.
არსებობს პარტიების აკრძალვის პრეცედენტები. 2022 წელს პარტიების აკრძალვის საქმე უკრაინაში 22-მდე პარტიას შეეხო. სხვადასხვა ბრალდებით 8 პოლიტიკური პარტიას აუკრძალა საქმიანობა მოლდოვის ხელისუფლებამ.
განხილვას საჭიროებს პარტიების აკრძალვის ფორმა და პროცესი - საკონსტიტუციო სასამართლომდე კი არა საოლქო, რეგიონულ სასამართლოებში ფორსირებულად ერთ ღამეში იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
საქართველოში ანტიკონსტიტუციური დაჯგუფების გასამართლების პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, თუმცა ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით, ყველაზე გაუმჭვირვალე პროცესის ყველაზე გამჭვირვალედ შეფასებაც შესაძლებელია, თუ ევროკავშირის ინტერესებს სჭირდება.
აკრძალული პარტიები ევროპაში - ნახეთ მარიამ ოშხნელის საავტორო რეპორტაჟში.





