მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი; ჰანს კლუგე
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე.
ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და ორგანიზაციის საქმიანობის სამომავლო ხედვა წარუდგინა.
მაკა ბოჭორიშვილმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.





