30 ოქტომბერი 2026, 20:20
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომა ჩატარდა - რა შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ორ ქვეყანას შორის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
გაზიარება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომა ჩატარდა.
საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ერთობლივი მეგაპროექტების მნიშვნელობაზე.
სხდომის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს კომისიის ოქმს. გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი.
სოფო ბერიძე უფრო მეტს მოგიყვებათ.





