გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდზე: ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც საქართველოში ბობოქრობდა
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
იმედი/ვიდეოკადრი
ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც ბობოქრობდა საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ის, რაც წერია საკონსტიტუციო სარჩელში, საქართველოში რეალურად ხდებოდა.
„რეალურად ხდებოდა ის, რაც წერია სარჩელში. რეალურად ხდებოდა ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევა. ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც ბობოქრობდა საქართველოში.
რაც შეეხება ტერიტორიების დაკარგვას, ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო დონეზე განხილული რეზოლუცია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა როინ შავაძის საქმეც გაიხსენა.
„არაფერი აქვს მტკიცებულება და მოღალატეაო, - ამბობს [სააკაშვილი]. როინ შავაძე გადაიყვანეს ქუჩის მეორე მხარეს და დახვრიტეს. ასეთი ერთი შემთხვევაც კი ნებისმიერ დემოკრატიაში იქნებოდა დასასრული ნებისმიერი რეჟიმისა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.





