გიორგი ვოლსკი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტზე: ამ კონკრეტულმა ადამიანმა უშველებელი ჰონორარი მიიღო, დაწერა ის, რა მასალაც მისცეს და გადაწერა ერთი ფურცლიდან მეორეზე
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ამ კონკრეტულმა ადამიანმა უშველებელი ჰონორარი მიიღო, დაწერა ის, რა მასალაც მისცეს და გადაწერა ერთი ფურცლიდან მეორეზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას.
მისივე თქმით, გარკვეული დოკუმენტები, რომელიც მთლიანად ასახა თავის მოხსენებაში, მიღებული ჰქონდა აქაური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან.
„არანაირი რევიზია, ან რეალური ვითარების ანალიზი არ მომხდარა. არც ის ყოფილა გათვალისწინებული, თუ რას წერენ კვლევითი ორგანიზაციები საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ნიკა გვარამია, სასამართლოზე იშველიებს ციტატებს, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტიდან, რომელიც თებერვალში, 2 დღეში შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებით დაწერა პოლონელმა ექსპერტმა. დოკუმენტით ითხოვდნენ კონკრეტული კანონების გაუქმებას და საქართველოსთვის სანქციების დაწესებას. ქვეყნის შიგნით ოპოზიციის დახმარება ქვეყნის გარედან, რომელიც რეალურად კოორდინირებული კამპანიის ნაწილია.





