რატი იონათამიშვილი ალან ბერსეს განცხადებაზე: ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22, ხოლო მოლდოვაში - 8 პარტია. რაც შეეხება ევროპას, ბოლო ათწლეულში აიკრძალა 150 პარტია, თუ ეს ყველაფერი ევროპაში დემოკრატიის უკუსვლას არ იწვევს, საქართველოში რატომ იწვევს?
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
საქართველოს პარლამენტი
ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22, ხოლო მოლდოვაში - 8 პარტია. რაც შეეხება ევროპას, ბოლო ათწლეულში აიკრძალა 150 პარტია, თუ ეს ყველაფერი ევროპაში დემოკრატიის უკუსვლას არ იწვევს, საქართველოში რატომ იწვევს? - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის, ალან ბერსეს განცხადების შეფასებისას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პარტიების აკრძალვის საქმე სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.
იონათამიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ აქამდეც ბევრი საქმე წასულა, თუმცა ყველა შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა.
"ჩვენ გვახსოვს ბატონი ბერსეს სრულიად სხვა შინაარსის განცხადება სულ რაღაც 1 კვირის წინ და ახლა როგორც ჩანს ის აღმოჩნდა ზეწოლის მსხვერპლი და ამან გამოიწვია მისი ტრანსფორმაცია. უკეთესი იქნება იმაზე ილაპარაკოს, ამ 1 კვირაში რა ხდებოდა მის თავს, რამაც მისი ფერისცვალება გამოიწვია.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, აქამდეც ბევრი საქმე გვინახავს სააკაშვილებზე, გვარამიებზე, „რუსთავი 2“-ზე, როდესაც ისინი ყოველ ჯერზე დიდი ანგარიშით დამარცხდნენ საქართველოს წინააღმდეგ. აქაც შედეგი იგივე იქნება", - განაცხადა იონათამიშვილმა.





