ნანა ქადაგიშვილი:როგორ შეიძლება სამშობლოს მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს შეუნდო? ეს წარმოუდგენელია
პოლიტიკა

ნანა ქადაგიშვილი
იმედი/ვიდეოკადრი
როგორ შეიძლება სამშობლოს მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს შეუნდო? ეს წარმოუდგენელია, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე საუბრისას.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს.
"აწამა, გააუბედურა ადამიანები, მოკლა ქუჩებში ბიჭები, ყველაფერი უბედურება დამართა ქვეყანას და ამის შემდეგ ბედავენ და კიდევ რამეს ამბობენ.
ანა წითლიძემ დღეს ბრძანა, რომ მე ადეიშვილს არ ვიცნობდიო, კი მაგრამ ის ხომ იცოდა სააკაშვილმა რა დანაშაული ჩაიდინა? თუ ასეთი ბრმა და ყრუ იყო? მე ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან შემწყნარებელი ერი ვართ, მინდა ვთქვა შენდობა შეიძლება ყველა ადამიანის, მაგრამ როგორ შეიძლება სამშობლოს მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს შეუნდო? ეს წარმოუდგენელია", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.





