ნანა ქადაგიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე": არ არსებობს დანაშაული, რომელიც ჩვენი ოჯახის წინაშე მათ არ ჩაიდინეს
პოლიტიკა

ნანა ქადაგიშვილი
იმედი/ვიდეოკადრი
არ არსებობს დანაშაული, რომელიც ჩვენი ოჯახის წინაშე მათ ["ნაციონალური მოძრაობა] არ ჩაიდინეს, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა.
ნანა ქადაგიშვილმა გაიხსენა ის აბსურდული მიზეზი, რომლითაც მისი დაკავება მოხდა.
"უდანაშაულო ადამიანი, რომელიც საერთოდ არანაირ შეხებაში ჩემი მეუღლის სამსახურთან არ ვიყავი დამიჭირეს და მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე მე გამოძიებას ხელს ვუშლიდი, თურმე მე ვპოულობდი იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ამართლებდნენ ჩემს ოჯახს. ეს არ მოეწონათ და მეც დამიჭირეს, დიასახლისი ვიყავი, საქველმოქმედო ფონდი გვქონდა და საქველმოქმედო საქმიანობას ვეწეოდი, მეტი არაფერი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.





