ნინო წილოსანი უკრაინისა და მოლდოვის "საგზაო რუკებზე":ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ვადებიც არ გააჩნია
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
საქართველოს პარლამენტი
ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ვადებიც არ გააჩნია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს.
წილოსანის თქმით, უკრაინასა და მოლდოვას, ყოველგვარი ვადების გარეშე აიმედებენ, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან.
"არანაირი დაპირება გაწევრების ვადებზე, სამწუხაროდ გზა, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა გადის ყველანაირი ვადების გარეშე წარმოებს. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებს, რომ იგივე პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპულ კანონმდებლობასთან დაკავშირებას ჩვენი მხრიდან უზადოდ იქნება გავლილი და საქართველო როგორც ადრე, ახლაც კანდიდატებს შორის წამყვანი ქვეყანა იქნება, თუმცა ჩვენ ამჯერადაც არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ვადებიც არ გააჩნია", - განაცხადა ნინო წილოსანმა.





