სადღობელაშვილი: ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი
ვიდეო/კადრი
„დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ნაცვლად ბოდიშების მოხდისა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დამცინავი ტონით საუბრობენ. ანალიტიკოსი იხსენებს სააკაშვილის რეჟიმს, ტერიტორიების დაკარგვას, ომის დაწყებასა და ქვეყნისთვის მიყენებულ უმძიმეს ზიანს და მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებელია.
„სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვით! იმის მაგივრად ყოველ დღე, დილიდან საღამომდე მუხლმოდრეკილები საქართველოს მოსახლეობას ბოდიშებს უხდიდნენ, დამცინავი ტონით იხსენიებენ იმ ადამიანებს რომლებმაც საკუთარი ტრაგედია საქვეყნოდ გამოიტანეს.
- მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მოძალადე და მოღალატე რეჟიმმა საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისა და ვიწრო ინტერესების გამო, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს მიჰყიდეს და ქვეყანა უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენეს! ამ ავანტიურისტულმა მმართველობამ საკუთარი ამბიციების გამო ქვეყანა სასაკლაოდ აქცია. მტრის აგრესიის პირისპირ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა პირდაპირ ომის ხაზზე მიატოვეს. თავად ხელისუფლება კი ისტორიას პანიკაში ჩავარდნილი, ჰალსტუხების მჭამელი მხდალი ლიდერის სახით ჩაეწერა!
- დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“!
- ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.





