ლევან მაჭავარიანი: ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. საპატიო თავმჯდომარე ესწრებოდა. დიდი ხანი არ ვიყავით შეხვედრილები ასეთ ფორმატში, აბსოლუტურად ყველა საკითხს შევეხეთ
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომას ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
მაჭავარიანის თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო.
„საპატიო თავმჯდომარე ესწრებოდა. დიდი ხანი არ ვიყავით შეხვედრილები ასეთ ფორმატში. აბსოლუტურად ყველა საკითხს შევეხეთ, მიმდინარე საკითხებზეა საუბარი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რეგიონში, ფართო რეგიონში, ზოგადად გლობალური გამოწვევები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერზე გვქონდა ძალიან ჯანსაღი მსჯელობა“, - აღნიშნა მან.





