შალვა პაპუაშვილი: სანამ ანტიდემოკრატიული პოლიტიკა ექნებათ საქართველოს მიმართ, ჩვენგან არ უნდა ელოდონ, რომ მათხოვრობას დავუწყებთ პროცედურებთან დაკავშირებით. გავიგეთ, არ მოვწონვართ, გავიგეთ, რომ შეაჩერეს, დაისვენონ და დაგვასვენონ ჩვენც. რაღა აქვთ დასამუქრებელი, ვეღარ ვხვდები. იყვნენ მაშინ ბოიკოტში, რაღატომ გვაწვალებენ?!
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სანამ ანტიდემოკრატიული პოლიტიკა ექნებათ საქართველოს მიმართ, ჩვენგან არ უნდა ელოდონ, რომ მათხოვრობას დავუწყებთ პროცედურებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აპირებს გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ასე მივიდეს საბოლოო ჯამში ბრიუსელამდე.
„ცოტა გაუგებარია ის ნერვების შლა, რომელსაც იმართებს ევროკომისია. ჰერჩინსკიმაც თქვა, თუ არ ვცდები, გუშინ, თუ გუშინწინ, ჩვენ რომ გვაბრალებდნენ შეაჩერეს ინტეგრაციაო, ახლა ყველა შევთანხმდით, რომ 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა თავად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ხომ შეაჩერეს, ჩვენც ხომ ვუთხარით ჩვენი სათქმელი, რომ ასეთ პირობებში ჩვენგან ნუ მოელიან, რომ მუხლებზე დაჩოქილები და ხვეწნით მივადგებით ბრიუსელს. ესეც ხომ ვუთხარით გასაგებად, რატომ იშლიან ნერვებს ან ამ ანგარიშებით, ან განცხადებებით?!
სანამ ანტიდემოკრატიული პოლიტიკა ექნებათ საქართველოს მიმართ, ჩვენგან არ უნდა ელოდონ, რომ მათხოვრობას დავუწყებთ პროცედურებთან დაკავშირებით. გავიგეთ, არ მოვწონვართ, გავიგეთ, რომ შეაჩერეს, დაისვენონ და დაგვასვენონ ჩვენც. რაღა აქვთ დასამუქრებელი, ვეღარ ვხვდები. იყვნენ მაშინ ბოიკოტში, რაღატომ გვაწვალებენ?! ვაპირებთ გავაღრმაოთ ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასე მივიდეთ საბოლოო ჯამში ბრიუსელამდე, რომ ის ცრუ ნარატივები, რომელიც დამკვიდრებულია დღეს ბრიუსელის მხრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, გაიფანტოს. საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლით გვინდა მივიდეთ ბრიუსელში და არა პირიქით - როგორც უნდა ბრიუსელს, რომ ბრიუსელის გავლით გვქონდეს ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და თვითონ იყოს ბარიერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





