გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართველი საზოგადოება
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფის „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევასა და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, როდესაც მილიონობით ადამიანის მაგინებელ მომღერლებს ცეკვითა და თანხით ახალისებ, აღარ უნდა გაგიკვირდეს არჩევნებზე მიღებული შედეგები.
„როცა საზოგადოების მაგინებელ მომღერლებს [ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობას“] ფულს უხდი და ახალისებ, მიდიხარ და ეუბნები, რომ თურმე მილიონობით ადამიანის გინება - თუნდაც სიმღერით - მაღალი ხელოვნებაა... ამხელა რანგის ადამიანი (პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში), პირდაპირი გაგებით, ტინგიცობ ამ მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართველი საზოგადოება და ყოველთვის დაფიქსირდება არჩევნებზე ისეთი შედეგი, როგორიც აქამდეც არაერთხელ დაფიქსირებულა“, - აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.





