პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში არ უჭერს მხარს ძალადობას. ჩვენ არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალებისა და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან
პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირის არასდროს უჭერდა მხარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა თუ სხვა ძალადობრივ მოვლენებს. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ დაუსვა კითხვა, რომ როდესაც 4 ოქტომბრის ძალადობის ორგანიზატორებმა დანაშაული აღიარეს, როგორია ევროკავშირის პოზიცია ახლა.
„ევროკავშირი არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში არ უჭერს მხარს ძალადობას. ჩვენ არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალებისა და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან და მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა მთავრობასთან, რომელიც იცავს დემოკრატიულ პრინციპებს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.





