ოთარ ჭულუხაძე: პოლიტიკურ წრეებში ხვდებიან, რომ ევროკავშირის სტილის ტექნოკრატიული, მშრალი და უკვე დეგრადირებული ლოგიკა და ნარატივები აღარ მუშაობს, არამედ საჭიროა, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, მიბრუნება ფესვებთან
პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
პოლიტიკურ წრეებში ხვდებიან, რომ ევროკავშირის სტილის ტექნოკრატიული, მშრალი და უკვე დეგრადირებული ლოგიკა და ნარატივები აღარ მუშაობს, არამედ საჭიროა, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, მიბრუნება ფესვებთან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძე
მან საქართველოს წინააღმდეგ ევრობიუროკრატების მხრიდან მოსალოდნელ კიდევ ერთ ტალღაზე ისაუბრა.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მორიგი „კბილის მოსინჯვა“. ისინი თავიანთ შეცდომებზე ვერ სწავლობენ. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით და ეს ახალი არ არის, მივეჩვიეთ ამას. ჩვენ როგორღაც იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა ევროკავშირის რეზოლუციებზე, წაკბენებზე, უსამართლო განცხადებებზე, ყოვლად მანკიერ პოლიტიკურ აქტებზე. ბუზის ბზუილს შევადარებდი ამას, რომელიც შესაძლოა გაწუხებდეს, მაგრამ ისეთი სერიოზულიც არ არის. ისინი მათი მოქმედებებით ამას ახერხებენ“, - განაცხადა ოთარ ჭულუხაძემ.
მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს საბერძნეთში გამოსვლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იყო კონკრეტული მინიშნებები, თუ რა არის დასავლური კულტურა.
„პოლიტიკურ წრეებში ხვდებიან, რომ ევროკავშირის სტილის ტექნოკრატიული, მშრალი და უკვე დეგრადირებული ლოგიკა და ნარატივები აღარ მუშაობს, არამედ საჭიროა, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, მიბრუნება ფესვებთან, რაც ჩვენ დავასწარით. ჩვენ ვხედავდით, რომ დასავლეთში ეს მემარცხენე-ლიბერალური აქტივობები ანგრევდნენ, ასე ვთქვათ, დამფუძნებელი მამების ძეგლებს“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.





