გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია
ვიდეო/კადრი
გიორგი გამსახურდია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ „აკაცუკებისთვის“ შემაშფოთებელია, როდესაც ამჟამინდელი ომბუდსმენი მიკერძოებული არ არის.
გამსახურდია იოსელიანს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ამ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის ისეთი სახალხო დამცველია მისაღები, როგორებიც ნინო ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე არიან.
,,აკაცუკების გადმოსახედიდან, თურმე მარტო ერთი ვიწრო, ძალიან ვიწრო, პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი. მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე.
შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევანი არ არის მიკერძოებული და თეთრზე შავს არ იძახის ხოლმე.
ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა, ჩემ ძვირფას მეგობარს ლევან იოსელიანს“, - წერს გიორგი გამსახურდია.





