ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტი ჯერ ამბობს, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტს, ახლა ამბობს, რომ თურმე პარლამენტში შესული პარტიის აკრძალვა არის დემოკრატიის უკუსვლა. თავისივე პოლიტიკაში, თავისივე ტაქტიკაში არიან გახლართულები
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ტყუილებით გაჯერებული უწოდა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტი საკუთარი პოლიტიკის მძევალია.
„ევროპარლამენტი ჯერ ამბობს, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტს, ახლა ამბობს, რომ თურმე პარლამენტში შესული პარტიის აკრძალვა არის დემოკრატიის უკუსვლა. თავისივე პოლიტიკაში, თავისივე ტაქტიკაში არიან გახლართულები. მათ სურდათ, რომ საქართველო ყოფილიყო იზოლაციაში, მათ ეს ვერ მოახერხეს და ახლა არიან ამ სიტუაციის მძევალი. ისინი ვერ გამოდიან იმ ჩიხიდან, რომელშიც საკუთარი თავი შეიყვანეს საქართველოსთან ურთიერთობებში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.





