ვატო შაქარიშვილი: თუ ჩვენ დაჟინებით მოვინდომებთ, რომ რომელიმე მხარის ნაწილი გავხდეთ, ბუნებრივია, ვკარგავთ დამაკავშირებლის ფუნქციას
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი
იმედი/ვიდეოკადრი
თუ ჩვენ დაჟინებით მოვინდომებთ, რომ რომელიმე მხარის ნაწილი გავხდეთ, ბუნებრივია, ვკარგავთ დამაკავშირებლის ფუნქციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, დიდი ძალების ინტერესებშია მშვიდობა და გამართული ინფრასტრუქტურა.
"ჩვენ ვართ გზაჯვარედინზე, ჩვენ ვარ დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. თუ ჩვენ დაჟინებით მოვინდომებთ, რომ რომელიმე მხარის ნაწილი გავხდეთ, ბუნებრივია, ვკარგავთ დამაკავშირებლის ფუნქციას. დამაკავშირებლის ფუნქცია, მშვიდობა, სტაბილურობა, გამართული ინფრასტრუქტურა, პროგნოზირებადობა არის დიდი ძალების ინტერესებში. თუ ჩვენს ყველაზე ხელშესახებ ადგილს არ ვიპოვით ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ბედს დიდი ძალები გადაწყვეტენ და იქ ჩვენი ინტერესები არი იქნება გათვალისწინებული ", - განაცხადა შაქარიშვილმა.





