ვატო შაქარიშვილი: ხშირად არის აბსოლუტურად არასწორი აღქმა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. გავიგებთ ხოლმე, რომ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ჯარი არის აუცილებელი ნეიტრალიტეტისთვის. სინამდვილეში არის პირიქით. ეს ორივე ნეიტრალიტეტის შედეგია
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი
ფოტო: იმედი/კადრი
ხშირად არის აბსოლუტურად არასწორი აღქმა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. გავიგებთ ხოლმე, რომ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ჯარი არის აუცილებელი ნეიტრალიტეტისთვის. სინამდვილეში არის პირიქით. ეს ორივე შედეგია ნეიტრალიტეტის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.
წამყვანმა ჰკითხა, რამდენად არის რეგიონში შესაძლებელი, საქართველოს მოცემულობაში გამოვიდეს ნეიტრალიტეტი.
„სწორია, როდესაც ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კეთილდღეობასა და კარგ ცხოვრებაზე ჰკითხავ და გპასუხობენ შვეიცარიას. ეს შემთხვევით არ მოსულა. ხშირად არის აბსოლუტურად არასწორი აღქმა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. გავიგებთ ხოლმე, რომ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ჯარი არის აუცილებელი ნეიტრალიტეტისთვის. სინამდვილეში არის პირიქით. ეს ორივე შედეგია ნეიტრალიტეტის. სამწუხაროდ, წლები დავკარგეთ და არასწორი გზით ვიარეთ, რადგან თუნდაც 10 წლის წინ მსოფლიო ასეთი არ ჩანდა.
როდესაც დღემდე გაცხადებულ მიზნად გვაქვს, რომ უნდა გავწევრიანდეთ ისეთ ბლოკში, რომელიც არის ღია ომში ჩვენს მეზობელ, ოკუპანტ და ბირთვულ სახელმწიფო რუსეთთან, ეს ზრდის პროგნოზირებადობის ხარისხს, თუ ამცირებს?! ეს არის ინტერესი იმ დიდი ძალების, რომელზეც დადგება საქართველოს ნეიტრალური სტატუსის მხარდაჭერა. ნეიტრალური სტატუსი არ უნდა იყოს უკვე დამდგარი კრიზისიდან იძულებითი გამოსავალი, როგორც ეს გვაქვს სახეზე უკრაინის შემთხვევაში. მიწასთან გასწორებული ქვეყანა მილიონიანი მსხვერპლით მიდის ისევ იმ წერტილში, სადაც შეეძლო ყოფილიყო 5 წლის წინ და დღეს საუბარია მის ნეიტრალურ სტატუსზე“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.





