დავით მათიკაშვილი: ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავისი საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავისი საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, იუკნევიჩიენე და საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ კვლავ აჟღერებდნენ იმ სახის ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
„სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ. დარბაზში, სადაც 720 დეპუტატი ეტევა, ევროპარლამენტში მხოლოდ 20 დეპუტატის ფარგლებში იყო კვლავ გაჟღერებული ერთი და იგივე, თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. იუკნევიჩიენე და საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ კვლავ აჟღერებდნენ იმ სახის ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ჩვენი, როგორც ჩვენი სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავისი საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს. შესაბამისად, წარმოუდგენელია მსგავსი თავდასხმა, ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში“, — განაცხადა მათიკაშვილმა.





