პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ამ ადამიანების დასახელება, შესაბამისად, შემოიფარგლებიან ზოგადი განცხადებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ არ ასახელებს ამ დრომდე ბრიუსელი თვითნებურად დაკავებულ პირებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში ითხოვენ დამნაშავეების მიმართ ისეთ მოპყრობას, როგორსაც ისინი არ იმსახურებენ.
„თუმცა თქვენ ასევე იცით ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





