თბილისის ვიცემერი ატენის ქუჩის მშენებლობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს
პოლიტიკა

ირაკლი ხმალაძე
თბილისის მერიამ ატენის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ქუჩაზე კოპრუსის მშენებლობა არ შეაჩერა. ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით, მერია სამართლის პრინციპებიდან და კანონის ჩარჩოში მოქმედებს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
"ჩვენ ასევე მხედველობაში მივიღეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც არ შეაჩერა ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესი, ვინაიდან არც მაშინ და არც დღეს არ არსებობდა ამის სათანადო სამართლებრივი გარემოებები და საფუძვლები. რაც შეეხება ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებას, რომელიც მერიის დღევანდელ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს და მიმართავს პროკურატურასაც, ხმალაძის თქმით, სასამართლოსადმი და პროკურატურისადმი მიმართვის უფლება ყველას აქვს. „შეუძლიათ მიმართონ და მიეცემა შესაბამისი მსვლელობაც და რეაგირებაც", - თქვა ირაკლი ხმალაძემ.
ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 6 თებერვალს პროკურატურას მერიის კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემის საკითხზე მიმართავს, ხოლო როცა მერიის უარი წერილობით ჩაბარდება, სასამართლოს მიმართავს. ამასთან, გაბუნია დასძენს, რომ ამ ქმედებებს შედეგი არ მოყვა, საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებს.
ატენის ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა 2018 წლის 15 იანვარს გაიცა. კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს გამოაცხადა უკანონოდ.





