ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში პაციენტის გარდაცვალების გამო ონკოლოგიურ საავადმყოფოს უჩივიან
პოლიტიკა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში მცხობრები ლაფერაძეების ოჯახი ონკოლოგიურ საავადმყოფოს უჩივიან. მათი თქმით, 31 იანვარს 64 წლის ბადრი ლაფერაძე მოულოდნელად ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
ოჯახის მტკიცებით, ექიმებმა გარანტია მისცეს, რომ ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა, თუმცა მათგანვე შეიტყვეს, რომ მამაკაცს გული გაუჩერდა. ლაფერაძეები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რადგან ეჭვობენ, რომ მკურნალობა სათანადოდ არ წარიმართა.
"როდესაც ექიმებმა გვითხრეს მამის გარდაცვალების შესახებ, ავედი ცხედრის სანახავად და უკვე გაყინული იყო. არ გვიმხელდნენ და ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ შეგვატყობინეს, რაც ჩვენ მოვითხოვეთ პაცინეტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია" - ამბობს დავით ლაფერაძე.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახი პასუხს დაახლეობით თვენახევქრში ელოდება. ოჯხის წევრების თქმით, გარდაცვლილს მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.





