ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკა ფართო კონსესუსის საფუძველზე გადაიხედება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პერსპექტივაზე ილაპარაკა.
”ამ მიმართულებით საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. დაწყებულია მუშაობა შესაბამის კანონპროექტებზე. ამაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად. ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უახლოეს მომავალში ეს პროცესი სათანადო შედეგით დასრულდება. თუ როგორ სახეს მიიღებს ჯერჯერობით არ ვიცი, რადგან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნარკოპოლიტიკა ფართო კონსენსუსის საფუძველზე გადაიხედება”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





