30 ივლისი 2026, 21:59
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
პოლიტიკა

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაზიარება
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გავმართე. ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, - აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.
აქამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ალან პერსელი ასრულებდა.





