თენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობაზე": კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არაგულწრფელები არიან და როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებიან, ყველა მეთოდს იყენებენ ერთმანეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არაგულწრფელები არიან და ყველა მეთოდს იყენებენ ერთმანეთის წინააღმდეგ.
„ცრუ ინფორმაციების გავრცელება მათი სტილია, უბრალოდ ახლა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ გააშავონ და დაიწყეს ამ ჭუჭყიანი ტანსაცმლის გარეთ გამოტანა და ხალხისთვის ჩვენება. ახლაც ხომ შეიძლება გვატყუებდნენ და 2 წლის მერე გვითხრან, 2 წლის წინ რაც გითხარით, ის რაღაცის გამო ვერ გითხარითო. კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არაგულწრფელები არიან და როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებიან, ყველა მეთოდს იყენებენ ერთმანეთის წინააღმდეგ“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.




