ირაკლი მეზურნიშვილი PABSEC-ზე: გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხია ხელოვნური ინტელექტი. ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები
პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს.
როგორც ჟურნალისტებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა განუცხადა, გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხია ხელოვნური ინტელექტი.
„ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები. დელეგაციები საქართველოში ჩამოსულები არიან.
საქართველოს შემდეგი ორი წლის განმავლობაში შესაძლოა ჰყავდეს ვიცე-პრეზიდენტი, გენერალურ ასამბლეაზე წყდება ეს საკითხი. ჩემი კანდიდატურაა გამოტანილი ვიცე-პრეზიდენტის დამტკიცების რანგში. ვიმედოვნებ, ქვეყნები მხარს დამიჭერენ“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.





