ღია ეთერი - რევოლუციის 5 მცდელობა 4 წელიწადში - ვინ ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გზით ქვეყნის სათავეში მოქცევას, როგორ რეაგირებს სამართალდამცავი სისტემა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
რევოლუციის 5 მცდელობა 4 წელიწადში - როგორ იქცა ძალადობა პოლიტიკური ბრძოლის ფორმად და ვინ ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გზით ქვეყნის სათავეში მოქცევას. რადიკალური დაჯგუფებები, დატრენინგებული აქტივისტები და ფინანსების ფარული ნაკადები. რატომ ვერ იმუშავა დესტაბილიზაციის უცხოურმა სცენარმა საქართველოში?
ახალი რეგულაციები და პრევენციის მექანიზმები პოლიტიკური სტაბილურობისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის - როგორ რეაგირებს სამართალდამცავი სისტემა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე.
ღია ეთერში ერთმანეთის პირისპირ - ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია და პოლიტეკონომისტი ბექა ნაცვლიშვილი.
დღეს, 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება.





