სტივ ნიკანდროსი: აშშ-ის და მისი ხანგრძლივი მოკავშირის, საქართველოს ურთიერთობები გაძლიერდა არა მხოლოდ დიპლომატიური მეშვეობით, არამედ ადამიანების, მოსწავლეებისა და სტუდენტების, მეწარმეების, ინვესტორების, სამხედროების, რელიგიური საზოგადოებების და უთვალავი პერსონალური კავშირის წყალობით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა
პოლიტიკა

ფოტო: ვიდეოკადრი
შეერთებული შტატებისა და მისი ხანგრძლივი მოკავშირის, საქართველოს ურთიერთობები გაძლიერდა არა მხოლოდ დიპლომატიური მეშვეობით, არამედ ადამიანების, მოსწავლეებისა და სტუდენტების, მეწარმეების, ინვესტორების, სამხედროების, რელიგიური საზოგადოებებისა და უთვალავი პერსონალური კავშირის წყალობით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა, - განაცხადა ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელმა სტივ ნიკანდროსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ეს კავშირები ხანგრძლივი პარტნიორობის საფუძველს ქმნიან.
„ჩვენ ამ საღამოს აღვნიშნავთ და მოდით აშშ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე ვისაუბროთ. ეს იქნება მომავალი, რა დროსაც საერთო ფასეულობების მშენებლობა გაგრძელდება, შეიქმნება ძლიერი სავაჭრო კავშირები, მოხდება ღრმა კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები, გაძლიერდება თანამშრომლობა და ვაჭრობა ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ინვესტიციების სფეროებში და შუა დერეფანი განვითარდება.
ეს არის მომავალი, როცა ორი ერი აფასებს თავისუფლებას, სუვერენიტეტს, ეროვნულ იდენტობასა და თვითგამორკვევას, აგრძელებს მეგობრობის გაძლიერებას. ჩვენს ქართველ მეგობრებს ვეტყვი, დაე, თქვენი დამოუკიდებლობა იყოს შთაგონება, დაე, თქვენმა ერმა გააგრძელოს განვითარება, დაე, საქართველოსა და შეერთებული შტატების მეგობრობა ყვაოდეს და ძლიერდებოდეს“, - აღნიშნა ნიკანდროსმა.





