16 ნოემბერი 2026, 20:46
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაზიარება
საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია, შესაბამისად არც არავის მივცემთ შესაძლებლობას გამოიყენოს შეხვედრები და ფორმატები იმისათვის, რომ ეს გახდეს სპეკულაციების ინსტრუმენტი სპეკულაციებისთვის.
მინისტერიალი თუკი იმართება უნდა იყოს მიწვეული მინისტრი, სწორედ ამიტომ არ არის განხილული ჩვენი მხრიდან არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება.“, - აღნიშნა მინისტრმა.





